კომპანია ,,რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის VIII მკ-რაიონია N19-თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით ხვალ, 26 ივნისს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: VIII მიკრო რაიონს და VII მიკრო რაიონის 19,20,21 25,26 27 ნომრებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.