რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა

2023-06-26 17:21:31

რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას ქუჩის მიმდებარედ, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში, 40 წლამდე კაცსა და ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკური დაპირისპირებით დამთავრდა.

არსებული ინფორმაციით ქმარი ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.