ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბოძს შეეჯახა.
ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.