რუსთავის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

2023-06-17 13:53:53

რუსთავის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

"ინფო რუსთავი" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელს, გიორგი ქოიავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული შემთხვევაა.

"მანქანა დაეჯახა გაზსადენს. გათიშულია მე-11, მე-16, მე-17, მე-19, მე-20 და 21-ე მიკროები. დაახლოებით 6-7 საათისკენ აღდგება გაზის მიწოდება. მაქსიმალურად მუშაობენ და მობილიზებულები არიან ჩვენი თანამშრომლები", - აცხადებს გიორგი ქოიავა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები