რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს მე-4 რიგგარეშე სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.
საკითხებს შორის იყო მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
ცვლილებების შედეგად 60 ათასი ლარით დაფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო და 60 ათასი ლარით სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამები. ასევე ბიუჯეტიდან გამოიყოფა 2 748 000 ლარის ოდენობის თანხა რუსთავი-თბილისის მიმართულებით 20 ერთეული ახალი ავტობუსის შესაძენად.
დეპუტატებმა კენჭი უყარეს ცვლილებას "შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე", რომლის მიხედვითაც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსებით შშმ პირები სრულიად უფასოდ იმგზავრებენ.
საკრებულოს სხდომას ქალაქის მერის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებმაც წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს უპასუხეს.