ვისთვის იქნება რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა უფასო

2023-06-09 21:45:00

"შშმ პირთა ყველა კატეგორიისთვის რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ტრანსპორტი უფასო გახდება", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, მგზავრობის თანხის დაფინანსება მოქალაქეთათვის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა მოხდეს.

მერიამ ახალი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დამატებით მობილიზებული თანხებით უნდა დაფინანსდეს, საკრებულოში უკვე დააინიცირა.

ინფორმაციისთვის, ქალაქის ბიუჯეტი 108 მილიონიდან 112 მილიონ ლარამდე იზრდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები