"გვაქვს შესაძლებლობა ვიყიდოთ 20 ახალი ავტობუსი", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მერიაში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიყიდოთ 20 ახალი ავტობუსი უმოკლეს დროში, რომელიც მოემსახურება რუსთავი-თბილისის მიმოსვლას, გააუმჯობესებს და გახდის უფრო კომფორტულს", - აღნიშნა ქალაქის მერმა.
ლაცაბიძის თქმით, ქალაქს ავტობუსების ყიდვის შესაძლებლობა გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ეძლევა.
მისივე ინფორმაციით, მერიამ დამატებითი თანხებით განსახორციელებელი პროექტების ნუსხა დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე წარუდგინა.
მერი წარმომადგენლობით ორგანოს რიგგარეშე სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს, რათა საკითხის განხილვა და დამტკიცება რაც შეიძლება ოპერატიულად მოხდეს.