სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მაისის თვეში, რუსთავში, სურსათის 2 მაღაზია დააჯარიმა. ჯამურად, ქალაქის მასშტაბით 40 ობიექტი შემოწმდა.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, მაღაზიები პროდუქციაზე რეგისტრაციის არქონისა და მიკვლევადობის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმიური თუ არაგეგმიური ინსპექტირება 137 ობიექტში ჩატარდა, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზებისთვის კი, 18 ობიექტი დასანქცირდა.
შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.