რუსთავის სასამართლოში თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

2023-06-05 17:00:12

რუსთავის საქალაქო სასამართლოშია ევაკუაცია განხორციელდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სასამართლოს მეილზე მიიღეს შეტყობინება, რომ შენობაში ბომბი იყო.

თანამშრომლებისა და სასამართლოს შენობაში მყოფი ყველა პირის უსაფრთხოების მიზნით, ევაკუაცია განხორციელდა. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, მსგავსი შინაარსის შეტყობინება ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში არსებულმა სახელმწიფო დაწესებულებებმა მიიღეს.

 


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები