რუსთავის მერიის შენობაში სარემონტო სამუშაოები იგეგმება

2023-06-03 11:52:21

რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ტენდერზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, სარემონტო სამუშაოები მერის შენობის მარცხენა ფლიგელის მე-3 და მე-4 სართულებზე ჩატარდება.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 542 516 ლარი გამოიყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები