თბილისში 42 წლის კაცს ეძებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ალექსანდრე ლომიძე, სახლიდან ოთხშაბათს გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა.
ლომიძე მოსკოვის გამზირზე ცხოვრობს და მისი კვალი სწორედ იქიდან იკარგება. ოჯახის ინფორმაციით, იმავე დღეს მიმართეს პოლიციას.
თუ ფლობთ ინფორმაციისთვის დაკარგულ მამაკაცთან დაკავშირებით დაუკავშირდით ახლობლებს ტელეფონის ნომერზე - 599886166