რა უნდა გაითვალისწინონ რუსთავში მძღოლებმა ივნისიდან

2023-05-27 18:27:06

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის ივნისიდან ოთხი ქალაქის, მათ შორის რუსთავის, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელებას გეგმავს.

ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და სპეციალური მოწყობილობებით შემოწმდება გამონაბოლქვზე, იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის დროს აღმოჩნდება, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები გადაჭარბებულია, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, ხოლო, 30 დღის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და გახდება 300 ლარი.

კანონაღსრულება საპილოტე რეჟიმშია და დასაწყისისთვის მასზე ჯამურად 10 ეკიპაჟი იმუშავებს.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები