სამმა რუსთაველმა მოცურავემ სლოვენიაში გამართულ "Ljubljana City Cup-ზე", რომელშიც 5 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, წარმატებულად იასპარეზა.
ნოდარ მარგველაშვილის მიერ გაწვრთნილმა მოცურავეებმა საერთო ჯამში 3 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლეს.
ლაშა მინდიაშვილმა 100 და 200მ ბრასით ცურვაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
აკაკი ვაშაკიძემ 1 ოქრო 50მ ბატერფლაით ცურვაში და 1 ბრინჯაო 100მ თავისუფალი ყაიდით ცურვაში.
ლიზი გრიგალაშვილმა 50მ ბატერფლაით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.