2023-05-16 17:40:23
    
		
		
			რუსთავში კოსტავას გამზირზე რეკლამას იღებენ.
როგორც  საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავმა" გაარკვია, რეკლამას ქართული  კომპანია "ბუმერანგი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამაგრილებელი  სასმელების ბრენდისთვის, "პეპსისთვის" იღებს. 
რეკლამა უცხოური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
გადაღებები მხოლოდ დღეს გაგრძელდება და საღამოს 11 საათზე დასრულდება.