რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასულ თვეში 3 გველი დაიჭირეს.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.
ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 7 გამოძახება შევიდა, საიდანაც 3 დადასტურდა.
იშხნელის თქმითვე, შხამიანი გველი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ.
ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, დარეკვა შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.