რუსთავში 2 საბავშვო ბაგა-ბაღის აშენება იგეგმება.
ბაღების ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 13 500 000 ლარის ღირებულების ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
მეგობრობის გამზირზე 450 ბავშვზე და მაჩაბლის ქუჩაზე 300 ბავშვზე გათვლილი ბაღების აშენება იგეგმება.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საბავშვო ბაღებში უნდა გააკეთოს:
- დირექტორის ოთახი;
- კანცელარია;
- სპეც.პედაგოგის კაბინეტი;
- ლოგოპედის კაბინეტი;
- მეთოდისტის კაბინეტი;
- პერსონალის ოთახი;
- სანკვანძი და საშხაპე პერსონალისათვის;
- სამეურნეო სათავსი;
- დამხმარე სათავსი;
- მუსიკალური დარბაზი საწყობით;
- სპორტული დარბაზი ინვენტარის შესანახი სათავსით;
- კვების ბლოკი (სამზარეულო, მოსამზადებელი საამქრო, ჭურჭლის სამრეცხაო, მაცივრის ოთახი, ბოსტნეულის საწყობი, მშრალი პროდუქტის საწყობი და პერსონალის ოთახით);
- სამედიცინო ოთახი/იზოლატორი;
- საუთოვებელი ოთახი;
- სამრეცხაო ოთახი;
- თეთრეულის შესანახი სათავსი;
- დამლაგებლის ოთახი სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- სანიტარული კვანძი შ.შ.მ პირებისათვის;
- შშმ პირთა ლიფტი;
- საკვების ამწე (ლიფტი);
- ცენტრალური შესასვლელი ტამბური;
- ჰოლი;
- მნის ოთახი
- დაცვის ოთახი;