რუსთავში მე-17 მიკრორაიონში ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ხანძარი მე-9 სართულის სადარბაზოში იყო.
სავარაუდოდ, ცეცხლი გაზის მილსადენს გაუჩნდა. ხანძრის დროს სადარბაზოში დალაგებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.
სავარაუდოდ, ხანძრის დროს დაზიანდა წყლის მილიც, რომლის გამოც მთელი სადარბაზო დაიტბორა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, კრიმინალური პოლიციის, სოკარ გაზისა და რუსთავის წყლის ჯგუფები.