ნიდერლანდების აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ქართველები ისრაელში გაფრენას გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებით ცდილობდნენ.
მედიის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა ისრაელში გაცემული პასპორტი ან რაიმე სახის სამგზავრო დოკუმენტი.
ამასთანავე, ქართველებმა ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს ისრაელის მოქალაქეების პასპორტების მონაცემები, რომლთაგანაც ორის რეალური მფლობელი ცოცხალი აღარ არის.
მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.