თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვეპლა.
ვაზისუბანში ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, მოცურდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 2 კი დაშავდა/
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.