ავტობუსში კაცი დაჭრეს

2023-04-22 14:40:53

თბილისში ავტობუსში მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ცნობით, დაჭრილი 70 წლამდე კაცია. მას დაზიანებები ცივი იარაღით მხრის არეში აქვს მიყენებული.

დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები