რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე წყალმომარაგების ხშირი წყვეტის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებს მერიასთან მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით - "გვწყურია", "წყალი კრიმინალი არ არის… გამოუშვით წყალი!".
შეკრებილების თქმით, აქციები გაგრძელდება და მომდევნო ჯერზე, წყლით ქალაქის არასტაბილურ მომარაგებას კომპანია "რუსთავის წყალთან" გააპროტესტებენ.