რუსთავში 81 000 000 ლარის პროექტი განხორციელდება

2023-04-21 12:14:53

რუსთავში მე-18 მიკრორაიონში იძულებით გადაადგილებული 800 ოჯახისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები აშენდება.

პროექტის განსახორციელებლად დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 80 971 596 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერს უკვე ჰყავს გამარჯვებული კომპანია, "შპს საბა კონსტრაქშენი", რომელთანაც სააგენტომ ხელშეკრულებაც გააფორმა.

ელექტრონულ ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის თანახმად კორპუსებში საერთო რაოდენობით იქნება: 320 ერთ ოთახიანი, 320 ორ ოთახიანი, 80 სამ ოთახიანი, 80 ოთხ ოთახიანი ბინა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები