რუსთავში არსებული 24-მდე საწარმოდან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემა დაყენებული და სისტემაში რეგისტრირებული 10 საწარმოს აქვს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.
მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 10 აპრილის მონაცემებით, ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოებიდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საწარმოებია:
1. შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია (რუსთავი, მანგანუმის ოქსიდის და მანგანუმის სულფატის წარმოება)
2. სს აზოტი (რუსთავი, ქიმიური მრეწველობა)
3. შპს ჯეოსთილი (რუსთავი, მეტალურგიული წარმოება)
4. შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია (რუსთავი, ცემენტის წარმოება)
5. შპს გია 2019 (ცემენტის წარმოება)
6. შპს მაქსი იმპორტი (ცემენტის წარმოება)
7. შპს ლევ 2020 (ცემენტის წარმოება)
8. შპს სოლო (ცემენტის წარმოება)
9. შპს მშენებელი 2004 (ცემენტის წარმოება)
10. შპს ერთობა 98 (ცემენტის წარმოება)