რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში 20 წლამდე გოგონამ სუიციდი სცადა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა მე-3 სართულის ფანჯრიდან გადმოხტომას ცდილობდა, რის მიზეზადაც პერსონალური პრობლემები დასახელდა. ადგილზე მყოფი პირების თქმით, გოგონამ გამოცდაზე დაბალი შეფასება მიიღო, რაც ძალიან განიცადა.
ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ამ დროისთვის ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.