საბერძნეთში ქალაქ კოსში 37 წლის ქართველი კაცი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა კაცს სამართალდამცავები ორი სახლის ძარცვად ედავებიან. ბერძნული მედია წერს, რომ ქართველმა სახლებიდან პლანშეტები, ყურსასმენები და ინსულინის ნაწილებიც კი მოიპარა.
37 წლის კაცის დაკავებისას ჩატარებული ჩხრეკის დროს სამართალდამცავებმა ნაძარცვი ნივთები ამოიღეს.