რუსთავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა.
ქარის შედეგად, სახურავის ნაწილი გადაეხადა 32 ბაგა-ბაღის შენობას.
შემთხვევის დროს ბაღში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობდა. შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, უამინდობისგან გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, ცხელ ხაზზე 7 შეტყობინებაა შესული.
"ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე შემოსულია 7 შეტყობინება. მერიის ინფრქსტრუქტურის სამსახურის და რუსთავ სერვისცენტრის თანამშრომლები, დილიდან აკონტროლებენ სიტუაციას.
ამ დრომდე არსებულ ყველა შეტყობინებაზე რეაგირება უკვე მომხდარია", - აცახდებენ მერიაში.