რუსთავში რამდენიმე თვის ბავშვი CO-თი მოიწამლა

2021-03-09 19:51:13

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში რამდენიმე თვის ბავშვი CO-თი მოიწამლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ინტოქსიკაცია მხოლოდ ბავშვმა მიიღო.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. მედიკოსებმა ბავშვს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კომპანია სოკარის ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები