თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ჰონდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ბეტონის დამცავ ჯებირზე ავარდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.