კომპანია რუსთავის წყლის სპეციალური განცხადება.
ხვალ, 27 მარტს, კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების ფარგლებში ხრამის სათავე ნაგებობაზე ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დამონტაჟდება, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 27 მარტს, დილის 10:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 27 მარტს, დილის 10:00 საათიდან 28 მარტის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.