რუსთავში ქალაქის დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
დასუფთავების კამპანია ა(ა) იპ ,,რუსთავსერვის ცენტრმა" ერთი თვეა რაც დაიწყო.
დღეს, დილიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ლეონიძის და გაგარინის ქუჩები დაასუფთავეს.
მომავალ კვირაში, ანალოგიური სამუშაოები, დავით გარეჯის სახელობის ქუჩაზეა დაგეგმილი, გასულ კვირაში, კი ,,რუსთავსერვის ცენტრის" მეეზოვეებმა, რუსთავის ცენტრალური ხიდის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს.
რუსთავის მერიის ა (ა) იპ ,,რუსთავ სერვის ცენტრში" 290 მეეზოვე მუშაობს. ყოველდღიურად ქალაქში 500 შიდა ეზო და 20 სკვერი სუფთავდება.
ქალაქის დასუფთავების სერვისს, 2022 წელს ჩატარებული რეფორმის შემდეგ, მთლიანად ,,რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს. სამსახურს ნარჩენების გადამზიდი 12 მანქანა ემსახურება.