დოლიძის, ჩოხელის და გონაშვილის ქუჩებზე გზის მოწყობა მალე დასრულდება

2023-03-22 20:24:10

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები მიმდინარეობს.

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის  პროექტები აქტიურად მიმდინარებს.  ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები სრულდება  გონაშვილის დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების  დამაკავშირებელ გზებზე. აღნიშნულ ქუჩებზე, დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურა  არ არსებობდა. 

პროექტის მიხედვით, 3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, არმირებული ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო და  მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას შეხვდა.

,,გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების დამაკავშირებელ გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა ხდება. პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა და სამუშაოები უკვე დასრულების ფაზაშია. ჩვენ ვაგრძელებთ როგორც არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს, ასევე ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. 

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები,  უახლოეს მომავალში ლებანიძის ქუჩაზეც დაიწყება, ამ ეტაპზე, გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს სახელობის ქუჩებზე, სამუშაოები გრძელდება ქაშაკაშვილის კონსტიტუციის და მშენებელთა ქუჩების გზის მოსაწყობადაც.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.