თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.