რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის 15 ერთეული ავტობუსი ტექნიკურ დათვალიერებას გადის, რის გამოც ტრანსპორტი შეფერხებით ივლის.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.
"გაცნობებთ, რომ 2023 წლის 21 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით,15 ერთეული ავტობუსი გაივლის ტექნიკურ დათვალიერებას, რის გამოც ქალაქის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შეფერხებით ივლის",- ნათქვამია განცხადება.
როგორც საწარმოში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ავტობუსების შემოწმება ძირითადად იმ დროს მოხდება, როდესაც ავტოფარეხში შესვენებაზე შევლენ.
მათივე თქმით, იმ ხაზებზე, რომლებზეც ბევრი ავტობუსი მოძრაობს განრიგი არ იცვლება, ხოლო ხაზებზე რომლებზეც შედარებით მცირე რაოდენობის ავტობუსები გადაადგილდება 20 წუთიანი ინტერვალი იქნება.