რუსთავში, საწარმო ჯეო-სტილში შრომის ინსპექცია მივიდა.
საწარმოში დასაქმებული ათობით ადამიანი მეორე დღეა კანონით გათვალისწინებულ ანაზღაურებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დასაქმებულების თქმით, ორი დღეა კომპანიის მხრიდან მათთან კომუნიკაციაზე არავინ გამოსულა, თუმცა იყო მცდელობები თანამშრომლების სათითაოდ დაბარების, რასაც ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებენ.
დასაქმებულთა პროტესტის გამო, მეორე დღეა ძირითადი საწარმოო პროცესი გაჩერებულია.