კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
შემთხვევის დროს ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი, მისი 7 წლის შვილი და მეუღლე კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანში, ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.