რუსთავში მე-14, მე-15 მიკრორაიონებსა და მიმდებარე ქუჩებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, დენის გათიშვა ავარიულად მოხდა.
ადგილზე უკვე იმყოფებიან კომპანიის წარმომადგენლები და ელექტრო ენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, ერთ საათში მოხდება.