თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ეკლესიასთან დახვდნენ და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.
ტაძრის წინამძღვარი ეზოში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ზურგიდან მამაკაცი თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.