როდის დაიწყება რუსთავში სალონების შემოწმება

2023-02-28 20:59:36

რუსთავში სალონების შემოწმებას ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი ერთ თვეში დაიწყებს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით იშხნელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 200-მდე სალონის გაფრთხილება და რეკომენდაციების გაცემა მიმდინარეობს.

"პანდემიის შემდეგ სალონების რაოდენობა გაზრდილია 200-მდე. ამიტომ სანამ შევიდოდით და კონტროლს დავიწყებდით, გვინდოდა, სალონების წარმომადგენლებისთვის გაგვეცნო ის რეგულაციები, რომელიც არის. პირველ რიგში, ეს არ არის სადამსჯელო პროცედურა, ეს არის სხვადასხვა ინფექციასთან ბრძოლის საშუალება.

შემდეგ კიდევ მოხდება ინფორმირებულობა, აზრების გაცვლა, კონსულტაციები და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დავიწყებთ თვითონ უშუალოდ სალონებში შესვლას.

თვეების განმავლობაში გაგრძელდება. დარღვევების შემთხვევაში შეეძლებათ კონსულტაციები და შემდეგ ხელახლა განმეორებითი შემოწმება.

პირველ შესვლაზე ყველას სარეკომენდაციო გაფრთხილებები ეწერებათ, დარღვევის შემთხვევაში მეორე შესვლაზე უკვე ჯარიმები.

ჯარიმა პირველ დარღვევაზე ფიზიკური პირებისთვის 50 ლარია, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი. განმეორების შემთხვევაში 500 და 1000 ლარი",- განაცხადა იშხნელმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები