ძველ რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
დენი არ აქვს ბათუმი, ჭავჭავაძისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე ტექნიკური პრობლემა შეიქმნა და უსაფრთხოების მიზნით გამორთეს.
კომპანიაში ამბობენ, რომ დენის მიწოდება 2 საათში აღდგება.