გერმანული ენის რუსთაველი მასწავლებელი, ქეთევან მუქთიაშვილი "წლის ენთუზიასტ და საუკეთესო ახალბედა მასწავლებლის" ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.
რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებელი გოეთეს ინსტიტუტმა დააჯილდოვა და მას შესაძლებლობა მიეცა, სრული დაფინანსებით, ზაფხულში გერმანიაში გაემგზავროს და 2 კვირიან საკვალიფიკაციო კურსს დაესწროს.
პრიზი ქეთევან მუქთიაშვილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოების ცერემონიაზე, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ და ენის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიუზან რადვანმა გადასცა.
ვრცლად წლის "ენთუზიასტ და საუკეთესო ახალბედა მასწავლებეზე" მოგიყვებით კვირას, რუბრიკაში "გაიცანით რუსთაველია".