რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 80 წლამდე ქალს ავტომობილი დაეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.