იცოდი? - რომ რუსთავში პანთეონი იყო

2023-02-21 11:47:56

იცოდი? - რომ რუსთავში პანთეონი იყო.

პანთეონის შექმნის იდეა, სადაც ღვაწლმოსილი რუსთაველები უნდა დაკრძალულიყვნენ, 90-იანი წლების ბოლოს ქალაქის მაშინდელ მერს მერაბ ტყეშელაშვილს გაუჩნდა.

პანთეონის გასაკეთებლად ხარებისა და ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა.

პირველი მიცვალებული, რომლისთვისაც პანთეონში საფლავი გაიჭრა და დაკრძალეს, რუსთაველი პოეტი სილოვან ახვლედიანი იყო.

 

სილოვან ახვლედიანი დაკრძალვამდე რუსთავის თეატრში დაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდიც გადაუხადეს.


მიუხედავად იმისა, რომ პანთეონში უკვე ასვენია ერთი მიცვალებული, იდეა ბოლომდე ვერ განხორციელდა.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ადგილი სადაც პანთეონი გაკეთდა, ჩვენი ქალაქის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამ ტერიტორიაზე მინიმუმ 17 საუკუნის წინანდელი ნაქალაქარია.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები