როგორია რუსთავში დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა

2023-02-19 18:49:22

რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ქუჩაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ჯამნრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა, პაატა პაატიშვილმა უთხრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი დინამიკა შეიმჩნევა, არის შესაძლებლობები, რომ მდგონმარეობა გართულდეს.

35 წლამდე პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები