რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გაგარინის ქუჩაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა კაცს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში, ცივი ირაღით მიაყენეს.
დაშავებული ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე და გრძელდება ინტენსიური რეანიმაციული ღონისძიებები", - აცხადებს პაატიშვილი.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით, უკვე დაკავებულია 35 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.