საკალთბურთო კლუბ „რუსთავი 1991“-ის აღსაზრდელები სუპერლიგაში მოასპარეზე დიდი გუნდის მხარდამხარ, წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატებში და საშინაო მატჩებში გამარჯვების სერიას აგრძელებენ.
5 თებერვალს რუსთავში სუპერლიგის მორიგი ტური რეკორდული მატჩით დასრულდა.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა რუსთავმა „ვერა“ს უმასპინძლა და 59-ქულიანი სხვაობით 129:70 სძლია. ამ მატჩში დაფიქსირდა მიმდინარე სუპერლიგის არაერთი რეკორდი, იქნება ეს მოპოვებული ქულები, ანგარიშში სხვაობა, ჩაგდებული ორქულიანები.
მათ არ ჩამორჩა 18 წლამდელთა გუნდიც , რომელმაც ყველა საშინაო მატჩი მოიგო, ა ლიგაში „რუსთავმა“ ჯერ „ქუთაისი“ დაამარცხა 72:67 , ხოლო შემდეგ თელაველებს სძლია- 75:46. ხოლო გოგა ცეკვავას და გურამ რეხვიაშვილის U 20-ს გუნდმა კი „გთუნს“ დამაჯერებელი ანგარიშით 81:69 მოუგო.
რაც შეეხება, დავით არწივიძის აღსაზრდელებს, „რუსთავი 3“მა „დინამო“ 65:31 დაამარცხა, ხოლო „ოვერტაიმს“ კი 73:52 მოუგო. ასევე, ოთარ ხმელიძის და ირაკლი მებურიშვილის „რუსთავი 2“მა 87:36 გაიმარჯვა „ვინგსი 2“-თან.
აქვე აღსანიშნავია, რომ ძალიან მალე გაიშვება ასაკობრივი გუნდების „ფეისბუქ გვერდიც“, სადაც გათამაშება და სახალისო ვიქტორინები გელოდებათ.