რუსთავში კაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი 30 წლამდე მეუღლეს სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.
რუსთავის პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.