"ათასი რამ ვრცელდება"

2023-02-07 11:08:46

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, შესაძლოა, ბიძგები საქართველოშიც მოჰყვეს, სიცრუეა.

"არანაირ მოკლევადიან პროგნოზს არ ვაკეთებ და არ აკეთებს არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი. უბრალოდ გიხსნით. ხაზები სადაცაა რუკაზე, მაგალითად, იასამნისფერი ხაზი, არის არაბეთის ფილაქნისა და თურქეთის ბლოკის საზღვარი, რომელსაც ეწოდება აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევა, სწორედ ეს რღვევა გააქტიურდა.

წრეები სადაცაა, ისაა მიწისძვრები, რომელიც ახლა ხდება და ხედავთ, რომ ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს. ამას ჰქვია მარას სამმაგი შეერთება. მკვდარი ზღვის რღვევის გამო.

ათასი რამ ვრცელდება, საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ სტამბოლში გავრცელდებაო. არ არის ასე," - წერს გოდოლაძე.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები