შვიდმა რუსთაველმა მოკრივემ ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებულად იასპარეზა.
რუსთაველმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლები აიღეს:
ლაშა გურულმა - 67 კგ წონით კატეგორიაში
ნიკოლოზ ბეგაძემ - 92+ კგ წონით კატეგორიაში
ორივე მათგანმა ამ გამარჯვებით მოიპოვა უფლება საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზონ კრივში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე.
ვერცხლის მედალი მოიპოვა:
გიორგი კაპანაძემ - 57 კგ წონით კატეგორიაში
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
იხტიარ ალიევი - 57 კგ წონით კატეგორიაში
ლუკა მეტრეველმა - 60 კგ წონით კატეგორიაში
ელსუნ სულეიანოვი - 71 კგ წონით კატეგორიაში
ლუკა კვირიკაძემ - 86 კგ წონით კატეგორიაში