2023-02-03 21:09:53
თბილისში, ვარკეთილში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს დაშავებული ქვეითი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში გადაჰყავდა, თუმცა მამაკაცი გზაში გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.