რუსთავში ყველა სალონის შემოწმება იგეგმება

2023-02-02 20:06:36

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი წელს ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა სალონს შეამოწმებს.

ამის შესახებ ქალაქის, მერმა ნინო ლაცაბიძემ 2023 წლის პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მერის თქმით, შემოწმდება, რამდენად იცავენ სალონები იმ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, რომელიც მათ ევალებათ.

"ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ამ გუნდთან ერთად დავიგეგმეთ წელს იქნება სალონების სისტემური შემოწმება იმ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე, რომლებიც მათ ევალებათ.

მუნიციპალიტეტის გუნდი ამ სისტემურ შემოწმებას 2023 წელს მუდმივად განახორციელებს",- განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები